კორონავირუსის ახალი შტამი და ვირუსული ინფექციების მაღალი მაჩვენებელი | 16.01.2023

მდეიკოსები ომიკრონის ქვეშტამის XBB.1.5,  ე.წ. კრაკენის გავრცელების საშიშრობეაზე საუბრობენ. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ, პრესკონფერენციაზე  განაცხადა,    ახალი შტამი კლინიკურად  არ განსხვავდება „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებისგან, ის „ომიკრონის“ მსგავსია – არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, არ მოქმედებს ფილტვებზე და არ ახასიათებს ძლიერი სისუსტე. ივანე ჩხაიძემ ახალი შტამისგან თავის დაასაცავად, მოსახლეობას, მესამე და მეოთხე დოზით აცრისაკენ მოუწოდა.

ამავდროულად, ქვეყანაში სეზონური ვირუსების ტალღა მძვინვარებს. მედიკოსების ვარაუდით,  ვირუსული ინფექციებით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში დარჩება. ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, გრიპი გარკვეულ რისკ ჯგუფებში საყურადღებოა, მათ შორის არიან ასაკოვანი ადამიანები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და მცირეწლოვნები. მედიკოსები, მოსახლეობას, გრიპის ვაქცინის ჩატარებას ურჩევენ.