ვახტანგ კიკაბიძეს 19 იანვარს, ვერის სასაფლაოზე, ცოლისა და დედის გვერდი დაკრძალავენ | 16.01.2023

კინომსახიობსა და მომღერალ ვახტანგ კიკაბიძეს, 19 იანვარს, ვერის სასაფლაოზე,  ცოლისა და დედის გვერდი დაკრძალავენ.  ბუბა კიკაბიძეს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან  გამოასვენებენ.  მანამდე სამოქალაქო პანაშვიდები ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება.

ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კულტურის სახელოვანი მოღვაწის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მისმა შემოქმედებამ და ხელოვნებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა გულებში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს, – დაწერა ზურაბიშვილმა, სოციალურ ქსელში.

“ვახტანგ კიკაბიძე – დიდებული ერის დიდებული ადამიანი”, ლეგენდა, რომელსაც ყველა ვხედავდით. ხელოვანის ნათელი ხსოვნა და სამძიმარი მის ახლობლებს”  – ასე გამოეხმაურა  უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმის ზელენსკი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას და სოციალურ ქსელში  მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინო რეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. კიკაბიძეს კინე მატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, მათ შორის ფილმები „არ დაიდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვა. კიკაბიძეს მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის და უკრაინის დამსახურებული არტისტის წოდება, ასევე, არაერთი სახელმწიფო და საერთაშორისო ჯილდო.