დაკავება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის | 16.01.2023

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1ბრალდებული მასთან თანაცხოვრებაში მყოფ ქალს, 2021 წლის დეკემბრიდან-მარტამდე პერიოდში, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ინტიმური შინაარსის ფოტოებს ფარულად უღებდა. წყვილის დაშორების შემდეგ, ბრალდებული “შანტაჟისა და შურისძიების მიზნით, Facebook-ზე სხვა მომხმარებლის სახელით დარეგისტრირდა, სადაც დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები განათავსა და დაზარალებული ქალის ნაცნობი პირების მეგობრებში დამატების გზით, ფოტოსურათები ხელმისაწვდომი გახადა”.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას  ითვალისწინებს.