გამიხარდებოდა, სხვა კანდიდატებიც რ0მ ყოფილიყვნენ – ლევან კობიაშვილი | 16.01.2023

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს, გაიმართება. გადაწყვეტილება  ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.   ამის შესახებ ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა და მომავალი პრეზიდენტობის ერთადერთმა კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა. კითხვაზე, რატომ არის ის ერთადერთი კანდიდატი, კობიაშვილმა განაცხადა, რომ ისურვებდა სხვა კანდიდატების არსებობას, თუმცა ეს კითხვა სხვაგან  უნდა დაისვას.