სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა | 13.01.2023

საქართველოს პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ისინი სრულად გათავისუფლდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

მათივე ცნობით, შეწყალებული მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.