“ნაციონალურ მოძრაობაში” შიდაპარტიული არჩევნები აქტიურ ფაზაში შევიდა. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი დღეს დაიწყო, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში საარჩევნო კომისიის წევრებმა შეხვედრა გამართეს, სადაც არჩევნებთან დაკაშირებული ბოლო ტექნიკური დეტალები შეათანხმეს.
სარეგისტრაციო პროცესი 26 იანვრის დილის 10:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო ხმის მიცემა 28 იანვარს დაიწყება. არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ “ნაციონალური მძრაობის” მხარდამჭერებს შეუძლიათ. ამიტომ შექმნილია სპეციალური ჯგუფიც, რომელიც მოქალქეებს შეამოწმებენ. ხომ არ აქვთ მათ ყალბი პროფილი, ან ხომ არ მიეკუთვნებიან სხვა პარტიის მხარდამჭერებს.
ხმის მიცემაც და რეგისტრაციაც ფარული იქნება. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარებისთვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძვიან.