დაზიანებული სახლები, წაქცეული ხეები, მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე – სტიქია საქართველოში | 13.01.2023

მეოთხე დღეა, დასავლეთ საქართველოში ქარის სტიქიას ებრძვიან. ძლიერ ქარს ლანჩხუთში, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის,  ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, შემთხვევა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მოხდა.  მისივე ინფორმაციით, ქარმა ხე მოგლიჯა და მიმავალ ავტომობილს დაეცა, რის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

გურიაში, ძლიერი ქარის შედეგად, ორასამდე სახლს სახურავი აეხადა, დაზიანებულია გაზსადენი მილები და ელექტრობოძები, მოგლეჯილია ხეები. ძლიერი ქარის გამო, სამაშველო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს. ლანჩუქთის მერის ინფორმაციით, ამ დროისათვის, სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა, მილიონ ლარს აღწევს.

იმერეთში, ქარმა, 600-მდე შენობა, საცხოვრებელი სახლები, სკოლები და საჯარო დაწესებულებები დააზიანა. 150-მდე სოფელს გაზი და წყალი არ ამიეწოდება. დაზიანებულია  ელეტროენერგიის ბოძებიც. მხოლოდ ქუთაისში, 500-ზე მეტ შენობას სახური აღარ აქვს. მოსახლეობის ნაწილი, მუნიციპალიტეტისაგან, ქირით გაყვანს ითხოვს.

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან სამაგრელოშიც. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები, სკოლები, ბაღები და ავტომობილები დააზიანა. მოსალხეობის დიდი ნაწილი დენის გარეშეა დარჩენილი.  ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის  ინორმაციით, ქარმა სამეგრელოს რაიონში 966 კერძო საცხოვრებელი და 38 კორპუსი დააზიანა. 144 ადმინისტრაციულ ერთეულს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია. ადინიტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახურები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

ზუგდიდის მერიამ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხე ნაადრევად დაშალა. უწყებამ გადაწყვეტილება ძლიერი ქარის გამო მიიღო. მუნციიპალიტეტების მერიის წარმომადგენლები, მოუწოდებენ მოსახლეობას, აუცილებელი საჭირობის შემთხვევის გარდა, თავი შეიკავონ, გარეთ გასვლისაგან.