საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ შოთა ტყეშელაშვილი აირჩიეს | 12.01.2023

საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ შოთა ტყეშელაშვილი აირჩიეს. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდა.  მას მახრი, საბჭოს 15 წევრმა ერთხმად დაუჭირა,  ტყეშელაშვილი თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევად ერთადერთი კანდიდატი იყო. მისი კანდიდატურა საბჭოს პროკურორმა წევრმა ალექსანდრე მუყასაშვილმა წარადგინა.  საპროკურორო საბჭო, ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით საპროკურორო საბჭო ირჩევს. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ამ დრომდე თბილისის პროკურორის მოადგილე, მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა.