სასწრაფო დახმარების ექიმების პროტესტი და უშედეგოდ დასრულებუილი შეხვედრა ადმინისტრაციასთან | 11.01.2023

ხელფასის მატებისა და ღირსეული სამუშაო პირობების მოთხოვნით  სასწრაფო დახმარების ექიმებმა აქცია გამართეს. როგროც ირკვევა, მათ მეცამეტე ხელფასი, 2023 წელს,  30 %-ით შეუმცირეს.  ასევე,  დეკემბრის ბოლოს, მოუხსნეს ჯანმრთელობის დაზღვევა. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი, ის არის, რომ  სასწრაფო სამსახურის მანქანების დეზინფექცია აღარ ხდება და პაციენტებისა და მედ-პერსონალის დაინფიცირება რისკის ქვეშაა. დღეს, სასწრაფო სმაედიცინო დახმარერბის თანმაშრომლებმა, ახალი მოთხოვნა გააჟღერეს, მათ, ადამინისტრაციის შეცვლა მოითხოვეს.

რამდენიმე საათიანი აქციის შემდეგ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა, აქციის მონაწილეებს შეხვდა, თუმცა, შეხვედრამ, უშედეგოდ ჩაიარა. მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის, ირაკლი ამირანაშვილის თქმით, აქციები, პერმანანენტულად გაგრძელდება.  –

სასწრაფო დახმარების ექიმების აქციას, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები  გამოეხმაურნენ. მათი თქმით, სასწრაფო დახმარების ექიმები, შეუძლებელ პირობებში მუშაობენ და მათი მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს.

“გავრცელებული ინფორმაცია თითქოს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო პირობები გაუარესდა, არ შეესაბამება სიმართლეს”  – ამის შესახებ განცხადებას თავად უწყება ავრცელებს.   საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით რიგი ღონისძიებები გატარდა.