მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების მორიგი სასამართლო პროცესი იმით დაიწყო, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მოწვეული თარჯიმნის, ლევან მეტრეველის აცილება მოითხოვა. მეტრეველი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე ამერიკელი ექსპერტების ჩვენებებს თარგმნის. პენიტენციურის მტკიცებით, მეტრეველის საჯარო განცხადებები და წინა სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები მიკერძოებულია. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა მეტრეველს მოუწოდა, საჯარო სივრცეში თავი შეიკავოს განცხადებებისგან სასამართლო პროცესების დასრულებამდე.
სასამართლო პროცესი ამერიკელი გასტროენტეროლოგის გამოკითხვით გაგრძელდა. სტიუარტ ფინკელმა სასამართლოზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაავადებები მისი სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია.
ამერიკელი გასტროენტეროლოგი სასამართლოში აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაპატიმრებამდე კიდევ ერთი კუჭის ოპერაცია გაიკეთა. ამით ექიმმა ფინკელმა უპასუხა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შეკითხვას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე, რომ მესამე პრეზიდენტის წონაში კლება ბარიატრიულ ოპერაციას უკავშირდება, და ჰქონდა თუ არა მართლაც ჩატარებული მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული ოპერაცია 2017 წლის შემდეგ, 2021 წელსაც. გარდა ამისა, ამერიკელმა ექსპერტმა ვრცლად ისაუბრა და ჩამოთვალა მიხეილ სააკაშვილისთვის, მის მიერ დასმულ დიაგნოზებზე.
ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტს ბიოფსია არ ჩატარებია რომ გამვლენილიყო მიკროსკოპული კოლიტი. ფინკელი ასევე ხაზს უსვამს არასწორი მედიკამენტებით მკურნალობასაც:
გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი მიიჩნევს, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის იმ მდგომარეობამ, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება, შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. ამერიკელმა ექიმმა სასამართლოში პენიტენციური სასამხურის წამრომადგენლების კითხვებსაც უპასუხა. წინა სასამართლო პროცესების მსგავსად მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის ,მდგომარებიდან გამომდიანრე სხდომას დღესაც არ დასწრებია.