რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს ომი და დატოვოს უკრაინა- ნატო-ევროკავშირის დეკლარაცია | 10.01.2023

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თანამშრომლობის მესამე დეკლარაციას მოაწერეს ხელი.   ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა. ერთობლივი დეკლარაცია მიზნად ისახავს ნატო-ს და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას და გაფართოებას. იენს სტოლტენბერგმა დღეს  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ალიანსის ევროკავშირთან თანამშრომლობა ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა.  მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის რამდენიმე დღეში აღება სურდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.