ვინ გაუვრცელა ნიკა მელიას ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის | 10.01.2023

სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერი, სადაც „ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია, სავარაუდოდ – მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს, პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაა.  ჩანაწერს, მალევე გამოქხმაურა, „ნაციონალური მოძროაბის“ თაჯდმოარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი.  მან საკუთარ Facebooki გვერდზე დაწერა, რომ ჩანაწერის გავრცელება,    “რუსული ოცნების” ხელწერაა და ერთმანეთში დაპირისპირების გაღვივებას, დაყოფას, ცილისწამებასა და ბოღმას ემსახურება.

“ჩემო მეგობრებო, კარგო ადამიანებო, მინდა, ჩემი უმორჩილესი თხოვნა გაგიზიაროთ.  ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის  ჩანაწერი, რომელიც არის რუსული ოცნების ხელწერა და ემსახურება ერთმანეთში დაპირისპირების გაღვივებას, დაყოფას, ცილისწამებასა და ბოღმას მოგიწოდებთ, არავითარ შემთხვევაში არ გაავრცელოთ ეს ჩანაწერი და მეტიც …  გთხოვთ, უბრალოდ რეაგირების გარეშე დატოვოთ ეს სიბინძურე …  ჩვენ, არ გვაინტერესებს მსგავსი ჩანაწერები ნეგატივი და ცილისწამება … ჩვენ, გვაინტერესებს საქმე, ერთობა და რუსი ოლიგარქის დამარცხება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ,” – წერს ლევან ხაბეიშვილი.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი  ბაჩო დოლიძე კი  ნიკა მელიას საუბრის ჩანაწერის გავრცელებაში ვანო მერაბიშვილის ხელწერას ხედავს. მისი განცხადებით, ეს არის ბინძური მეთოდებით ბრძოლა, რაც პირველ რიგში ზიანს აყენებს ლევან ხაბეიშვილის და პარტიის შიგნით, მისი მხარდამჭერების იმიჯს. ბაჩო დოლიძეს  მისივე თანაპარტიელი, ირაკლი ნადირაძე პასუხობს და ვერსიას სიცრუეს უწოდებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული  ჩანაწერის  ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ჩანაწერთან დაკავშირებით  ამ დრომდე არაფერი უთქვამს თავად ნიკა მელიას.