არ მესმის, რატომ აჯაჭვებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავს მკვდართან, კრემლთან?! – ბენ ჰოჯესი | 10.01.2023

“მე არ მესმის, რატომ აჯაჭვებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავს მკვდართან, რომელიც არის კრემლი,’ – ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა, ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრის ფარგლებში განაცხადა, რომლის თემაა: „უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი შედეგები რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოსთვის“.  მისი თქმით, უკრაინა გაიმარჯვებს, თუმცა,  საქართველო არ არის მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში და ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება.

შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, საქართველოში არსებულ მედიაგარემოზეც ისაუბრა.  ბენ  ჰოჯესის განცხადებით, პრესის თავისუფლება დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ამიტომ ჟურნალისტი, რომელიც ციხეში ზის, არის პრობლემა.