“უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა” | 09.01.2023

უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა – ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაში, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს.  რწმუნებულის  თქმით, რუსეთის ფართომასშტაბიანმა აგრესიამ ნათლად აჩვენა, რომ “საერთო მტერს, რომელმაც თავხედურად დაიპყრო როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს სუვერენული ტერიტორიები”, უნდა დაუპირისპირონ სოლიდარობა, ერთიანობა და ყველა  უთანხმოება გადაიდოს გამარჯვებამდე. კასიანოვის თქმით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას მართველი გუნდის წევრებმა უპასუხეს. “ქართული ოცნების” დეპუტატები  კასიანოოვის განცხადებას   პროვოკაციად  და ომში ჩართვის მცდელობად აფასებენ.