საქართველოს მიერ შეძენილი გენერატორები უკრაინაში ჩავიდა | 06.01.2023

საქართველოს მიერ შეძენილი გენერატორები უკრაინაში ჩავიდა და ქალაქ კიევში, ასევე ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვისა და კიევის ოლქებში გადანაწილდა. ინფორმაციას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით უკრაინაში გაგზავნილი 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი, იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს.

“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა კომპანიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უკრაინისთვის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები შეიძინა, რომელთა საშუალებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.