“რაც სააკაშვილმა გონება უკვე მეექვსედ დაკარგა, მდგომარეობა უფრო საგანგაშოა” | 06.01.2023

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლო პროცესების დაჩქარებულ რეჟიმში ჩატარებას მოითხოვს. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მას შემდეგ რაც სააკაშვილმა გონება უკვე მეექვსედ დაკარგა, მდგომარეობა უფრო საგანგაშოა. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია გადაწყვეტილება დროულად იყოს  მიღებული.

მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ გიული ალასანია ამბობს, რომ გუშინდელი გონების კარგვის შემდეგ, მესამე პრეზიდენტი კიდევ უფრო დასუსტებულია. ალასანია  ადასტურებს, იმასაც რომ კათოლიკოს პატრიარქი სანდრა რულოვსსა და ნიკოლოზ სააკაშვილს შეხვდა.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 იანვარს, 12:00 საათზე, გაიმართება. მიმდინარე სასამართლო საქმის ფარგლებში, მოსამართლე გიორგი არევაძემ მესამე პრეზიდნეტისთვის  სასჯელის გადავადების ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საკითხზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.