მისცემს თუ არა ჩვენებას ვანო მერაბიშვილი გამოძიოებას და რას ამბობს „უცნობის“ სიძის ადვოკატი | 06.01.2023

ვანო მერაბიშვილი  საგამოძიებო უწყებაში ამ დრომდე არ გამოჩენილა. გამოძიების კითხვებს უკვე უპასუხა მომღერალ, გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის სიძემ, გიორგი შარაშიძემ.  სავარაუდო თავდამსხმელის  ადვოკატმა, გიორგი  შარაშიძის ვანო მერაბიშვილთან ფიზიკური დაპირისპირების დეტალებზე, პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ადვოკატის თქმით, მისი  დაცვის ქვეშ მყოფმა, მერაბიშვილს კითხვა დაუსვა, ახსოვდა თუ არა ბუტა რობაქიძე, უფლებადამცველის თქმით, მერაბიშვილის აგდებულმა პასუხმა, შარაშიძე მდგომარეობიდან გამოიყვანა და ყოფილ მაღალჩინოსანს  ხელი მოუქნია.  გიორგი შარაშიძის ადვოკატის თქმით, შემთხვევა წინასწარ დაგეგმილი ვერ იქნებოდა, რადგან, შარაშიძე, საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე აფთიაქში იყო ჩასული, რა დროსაც, მას ვანო მერაბიშვილი შემთხვევით შეხვდა.

2 იანვარს, ვაკეში მომხდარ ინციდნეტზე, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდესქის, 126-ე, ძალადობის მუხლით მიმიდნარეობს. დანაშაული, სასჯელის სახით, ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეს ან 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.