მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე – სააკაშვილი პატრიარქის წერილს ეხმაურება | 06.01.2023

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის წერილს ეხმაურება. როგორც სააკაშვილი განმარტავს, პატრიარქის გზავნილი არასწორად შეფასდა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლის განმავლობაში სულიერად გაძლიერდა, მრავალგზის ეზიარა, ჰქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა.

„დღეს არის შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს. მინდა ვუპასუხო მათ, ვინც „სულიერი რეალობა“ რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა „სულიერი“. ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და რაც მთავარია, მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა. რაც შეეხება ციხეს, უკრაინელი მებრძოლების მთავარი ლოზუნგია – თავისუფლება ან სიკვდილი, ასე რომ გაიმარჯვებს თავისუფლება. ყველას გილოცავთ შობას“ – მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის წერილზე.