სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის 90 წლის იუბილე | 04.01.2023

„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა.

უწმინდესს  90 წლის იუბილე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა:

„თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს. ვუსურვებ საქართველოს, უფლის შეწევნით, კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას“, – ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში“

როგორც მთავრობის მეთაური, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, განუზომელია პატრიარქის ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე. – “თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობა, როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო, სიკეთითა და მოყვასისადმი სიყვარულით გვავსებს და თავისი კეთილშობილებით, სიმშვიდითა და სიბრძნით ყველა ჩვენგანის დიდი იმედი და დასაყრდენია“- აღნიშნავს პრემიერი მისალოც სიტყვაში.

უწმინდესს, იუბილეს,  რუსეთის პატრიარქი კირილი ულოცავს, თუმცა, მისალოც წერილში, არ ასახელებს პატრიარქის სრულ წოდებას, მას მხოლოდ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად მოიხსენიებს.