ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე სანტოსის სტადიონთან ახლოს მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს | 04.01.2023

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე სანტოსის სტადიონთან ახლოს მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს.  პელე უკანასკნელ გზაზე  ათიათასობით ადამიანმა გააცილა. დაკრძალვის ცერემონია კი დახურული იყო და მას მხოლოდ ოჯახის წევრები და სტუმრები დაესწრნენ.

ლეგენადარული ფეხბურთელი 82 წლის ასაკში, 29 დეკემბერს გარდაიცვალა. პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელიც სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.  FIFA-მ პელე 20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.