“სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა უნდა გვაერთიანდებდეს, ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ” | 03.01.2023

მთავრობის ადმინისტრაციასთან, ასევე, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან და მსოფლიოს რამდენიმე დედაქალაქში ხვალ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ_ერთმა კანდიდატმა,  ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  ხაბეიშვილის თქმით, აქციები 18:00 საათზე დაიწყება. თბილისში კი გაიმართება მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციიდან ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს და ევროპას შორის ბარიერი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია, რომელიც  2023 წელს კრიმინალურ რეჟიმთან ერთად უნდა დასრულდეს.

დღევანდელი პრესკონფერენციიდან ნათელი ხდება, რომ  ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას  დაანონსუბულ აქციას  არ შეუერთდება. “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედმა თავმჯომარემ  სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ჯერ კიდევ  31 დეკემბერს დააანონსა, დღეს კი ხაბეიშვილმა თქვა, რომ მელიას მიერ ორგანიზებულ აქციაზე ინფორმაციას არ ფლობს და მხადამჭერებს თბილისში, მთავრობის ადმინიტრაციასთან და შეკვეთილში ელოდება. ნიკა მელია კი მოქალაქეებს ხვალ საქართველოს ყველა დიდ  ქალაქში, მათ შორის დედაქალაქში მშვიდობის ხიდთან ელოდება.

ლევან ხაბეიშივლის ბრიფინგის საპასუხოდ “ნაციონალური მოძრაობის” Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანდებდეს და სამწუხაროა რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ. განცხადებიდან ირკვევა ისიც, რომ ლევან ხაბეიშივლი ინფორმირებული იყო აქციების გამართვის შესახებ რადგან 8 ლოკაციიდან 3 – თელავის, გორისა და რუსთავის აქციების ორგანიზება  სწორედ ლევან ხაბეიშივლის მხარდამჭერ თავმჯდომარეებს დაევალა.

შეგახსენებთ, რომ 4 იანვრის გლობალური აქციების გამართვის ინიციატივით რუსი უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი გამოვიდა. ის და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებენ მივიდნენ მათ ქვეყნებში არსებულ საქართველოს საელჩოებთან და მოითხოვონ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების უფლება.