რუსეთის დუმასა და ფედერაციის საბჭოში მოითხოვენ ვალერი მელაძეს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან | 03.01.2023

რუსეთის დუმასა და ფედერაციის საბჭოში მოითხოვეს, რომ მომღერალ ვალერი მელაძეს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. 2 იანვარს სოციალური ქსელებით გავრცელდა ერთ-ერთ წვეულებაზე გადაღებული ვიდეო, რომელშიც მელაძე მისდამი მიმართვას: „დიდება უკრაინას!“  პასუხობს და ამბობს – „დიდება გმირებს!“. რუსეთის ფედერალური ასამბლეის საბჭოს წევრმა, ელენა აფანასიევამ ტელეგრამზე დაწერა, რომ მელაძეს უკრაინული ნაციონალისტური ლოზუნგების მხარდაჭერისთვის რუსეთის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას, ხოლო რუსეთის დუმის დეპუტატი, „სამართლიანი რუსეთის“ ფრაქციის თავმჯდომარე, სერგეი მირონოვი მისთვის ტიტულების ჩამორთმევას ითხოვს.