მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს | 03.01.2023

მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე საუბრობს.  პატიმარი ექსპრეზიდენტის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა, დააყენოს შუამდგომლობა, რომ მოსამართლემ საქმე დაჩქარებულად ყოველდღიურ რეჟიმში განიხილოს. როგორც ადვოკატი ამბობს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მან მესამე პრეზიდენტის ავადმყოფობის ისტორია გამოითხოვა.

დღეს, პატიმარი ექსპრეზიდეტი დედამ, გიული ალასანაიმ მოინახულა.  მისი შეფასებით მიხეილ სააკაშვილის მდგომაროება დღითიდღე რთულდება.  გიული ალასანია ამბობს, რომ  სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესები რაც შეიძლება დაჩქარებულად უნდა ჩატარდეს.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საქმეზე მომდევნო სხდომა საქალაქო სასამართლოში 9 იანვარსა არის ჩანიშნული.