კორუფციული სკანდალის გამო იმუნიტეტის ჩამორთმევა კიდევ ორ ევროპარლამენტარს ემუქრება | 03.01.2023

კორუფციული სკანდალის გამო იმუნიტეტის ჩამორთმევა კიდევ ორ ევროპარლამენტარს ემუქრება,  ევროკომისია კორუფციულ სკანდალში მონაწილე ორი დეპუტატის საპარლამენტო იმუნიტეტის ჩამორთმევის პროცესს  იწყებს. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ეს ბელგიის პოლიციის მოთხოვნით კეთდება. თუმცა, მის განცხადებაში ამ საქმეში მონაწილე ევროპარლამენტის დეპუტატების ვინაობა არ სახელდება. სკანდალი გასულ თვეში მას შემდეგ ატყდა, რაც ერთი ევროპარლამენტარი და კიდევ სამი სხვა პირი კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. პალატის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი, ბერძენი ევროპარლამენტარი ევა კაილი, რამდენიმე სხვა ეჭვმიტანილთან ერთად, გასულ თვეში პოლიციის რეიდების დროს დააკავეს. გასულ თვეში მოსმენისას გაირკვა, რომ ბელგიის უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ევროპარლამენტში კორუფციის ბრალდებების გამოსაძიებლად.