მიხეილ საააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო | 30.12.2022

მიხეილ საააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლე გიორგი არევაძემ მომდევნო სხდომა 9 იანვარს, 12:00 საათზე, ჩანიშნა. მოსამართლემ პროცესის გადადების მიზეზად განმარტა,  რომ  სათათბიროდ სხვა საქმეზე  გავიდა და სხდომას ვერ ჩააატარებდა. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე აპირებდა, შუამდგომლობის დაყენებას, რომ სასამართლო სხდომები დასვენების დღეებშიც ჩანიშნულიყო. სასამართლოში “ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, თამარ დავარაშვილი უნდა გამოკითხულიყო, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მის ნაცვლად ამერიკელი ექსპერტი, ნევროლოგი ექიმი ლაჰანი გამოიკითხებოდა.  მესამე პრეზიდენტის მიმდინარე სასამართლო საქმის ფარგლებში, მოსამართლე არევაძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საკითხზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.