“შიმშილით სავსე ქალაქი”; “უსამართლობით სავსე ქალაქი”; – პროტესტი კალაძის ანგარიშის პარალელურად | 28.12.2022

თბილისის საკრებულოს სხდომის პარალელურად აქცია გაიმართა საკრებულოს შენობასთანაც. მერის ანგარიში პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.  სამოქალაქო აქტივისტები  კალაძეს ტრანსპარანტებით დახვდნენ – “შიმშილით სავსე ქალაქი”; “უსამართლობით სავსე ქალაქი”; “საცობებით სავსე ქალაქი”; “კორუფციით სავსე ქალაქი”. აქტივისტები  სწორედ  ამ ფორმით ცდილობდნენ საკუთარი სათქმელი  დედაქალაქის მერამდე მიეტანათ.