„ოცნება“ ისევ ირწმუნება, რომ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია, დადგმული სპექტაკლია. | 27.12.2022

“ქართული ოცნება” ისევ ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია, მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლია. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტს შეიწყალებს, ეს მისი იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნება.