რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავენ | 26.12.2022

რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინმა რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-თან ინტერვიუში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ საკითხზე “არ გამორიცხავენ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას”.  გალუზინიმ ინტერვიუში თქვა,  ისიც,   რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა “ვითარდება”.