„დუმილი დანაშაულია“ – სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრების მიმართვა სალომე ზურაბიშვილს | 26.12.2022

„დუმილი დანაშაულია”  – ამ ლოზუნგით და  მიხილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით, ორბელიანის სასახლესთან სალომე ზურაბიშვილს, ამჯერადსპეციალური განცხადებით სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრებმა  მიმართეს.მათ  საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდეს, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.  წერილი მედიას ბრიფინგზე საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრმა, მანანა ჯებაშვილმა გააცნო. დოკუმენტს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის 65 წევრი აწერს ხელს.  მათი თქმით, პაციენტს დრო ეწურება, დუმილი კი ასეთ სიტუაციაში დანაშაულია.