ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ნაბიჯები, რომლებიც სახელმწიფომ უნდა გადადგას – თემაზე ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და გიორგი ვაშაძე მსამართლის, სამხედრო და საერთაშორისო საკითხების ექსპერტებთან შეხვედრა გამართეს. მხარეებმა იმსჯელეს სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე და იმ ნაბიჯებზე, რომელიც სახელმწიფომ უნდა გადადგას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, მნშვნელოვანია, რომ მოხდეს იმ ადამიანებისთვის ზიანის ანაზღაურება, რომლებიც საქართველოში რუსული აგრესიის შედეგად დაზარალდნენ.