შიმშილობის მე-9 დღეს, დავით კირკიტაძემ, ჯანმრთელობის მდგმარეობის გამო, შიმშილობა შეწყვიტა | 23.12.2022

შიმშილობის მე-9 დღეს, დავით კირკიტაძემ, ჯანმრთელობის მდგმარეობის გამო,  შიმშილობა შეწყვიტა. თანაპარტიელების ინოფრმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გუშინ ღამით შეუძლოდ გახდა, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თემურ ჯანაშია და ანა წითლიძე, მესამე პრეზიდენტის საზვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობას აგრძელებენ. მოშიმშილე დეპუტატები ამბობენ, რომ განსახილვევლია, რა ფორმით გააგრძელებნ პროტესტს.