სიტყვა, რომელიც რუსეთში აკრძალულია, თავად ვლადიმერ პუტინს პრესკონფერენციაზე წამოსცდა | 23.12.2022

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ნაცვლად ომი ახსენა. სიტყვა, რომელიც რუსეთში აკრძალულია, თავად რუსეთის პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე  წამოსცდა. მან უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და თქვა, რომ რუსეთის მიზანი არა სამხედრო კონფლიქტის გაღვივება, არამედ პირიქით ამ ომის დასრულებაა, თან რაც შეიძლება მალე. ამის შემდეგ,  სანქტ- პეტერბურგის სმოლნინსკოეს მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკიტა იუფერევმა, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ რუსეთის ჯარზე “ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო” სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. იუფერევის თქმით, პუტინმა ამ განცხადებით დაარღვია კანონი რუსეთის ჯარის შესახებ “ფეიკ ნიუსების” გავრცელებაზე. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ სიტყვების გამო რუსეთში უკვე ათასობით ადამიანი გაასამართლეს.