მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა სასამართოში და ამერიკელი ექსპერტის დაკითხვა | 22.12.2022

მიხეილ სააკაშვილი თითქმის რვა თვიანი პაუზის შემდეგ პირველად იხილა საზოგადოებამ. პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესზე კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად ჩაერთო, თუმცა მისი ჩართვა ხანგრძლივი არ აღმოჩნდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” ცუდად გახდა. ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილს ექიმების დახმარება დასჭირდა. სხდომა  სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე გაგრძელდა. მანამდე,  მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ითხოვდა, რომ სააკაშვილს პერანგი აიწია,  რათა საზოგადოებას  მისი ვიზუალური მდგომაროება პირდაპირ ეთერში  ენახა. მოსამართლე გიორგი არევაძემ ამის გაკეთების აუცილებლობა ვერ დაინახა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა შუამდგომლობები დააყენეს. პენიტენციურმა სამსახურმა მოითხოვა, “სიმულაციის დასადგენად” მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა  სამმა საექსპერტო დაწესებულებამ ერთობლივად ჩაატაროს, ესენია: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი “ვექტორი” და შპს “რეალ ექსპერტი”. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სააკაშვილის პროცესზე  ამერიკელი ფსიქიატრი  ერიკ დევიდ გოლდსმიტი დაიკითხება. ექსპერტ-ფსიქიატრი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებულ დასკვნაზე მისცა ჩვენება. მისი თქმით სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი შეძენილი დემენცია აღენიშნება, ტიპური ალცაიმერის დაავადებისკენ მიმართული. რომელიც შესაძლოა  მძიმე მეტალებით არის გამოწვეული. ექსპერტი ამბობს რომ სააკაშვილს აქვს მძიმე ფსიქიატრიული მდგომაროება, რომელიც არ არის ნამკურნალები.  ექსპერტი აღნიშნავს რომ სააკაშვილს ესაჭიროება დასავლეთის ან ამერიკული შეერთებული შტატების მესამე დონის კლინიკებში სამკურნალოდ გადაყვანა, კლინიკაში რომელსაც გააჩნია კვალიფიკაცია და  დიაგნოსტიკური ინსტრუმენტები, რათა მოხდეს დეტოქსიკაცია, რამაც შეძენილი დემენიცა გამოიწვია.  გოლდსმიტი პირაპირ ამბობს რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება,  თუ დროულად არ გადაიყვანენ სამკურნალოდ საზღავრგარეთ შესაძლებელია სწრაფად დადგეს სიკვდილი.

ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველმა მოსამართლეს შუამდგოლმოიბით მიმართა რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდოგმარეობიდან გამომდინარე სხდომები ყოველდღიურ რჟიმში გაგრძელებულიყო, რაზეც მოსამართლემ განაცხადა რომ ეს შეუძლებელია. მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომა 29 დეკემბერს, 11:00 საათზე, ჩანიშნა.