ზელენსკის ისტორიული გამოსვლა კონგრესში – პრეზიდენტს სირტყვა აპლოდისმენტებით ბევრჯერ გააწყვეტინეს | 22.12.2022

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვიდა. ამერიკელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, ზელენსკი დემოკრატებისა და რესპუბლიკელთა ლიდერებს შეხვდა როგორც სენატიდან, ისე წარმომადგენელთა პალატიდან. შემდეგ კი კონგრესს სიტყვით მიმართა. ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს ბახმუტიდან ჩამოტანილი საბრძოლო დროშა გადასცა, რომელზეც უკრაინელი ჯარისკაცების ხელმოწერები იყო დროშა ზელენსკის ბახმუტში ყოფნის დროს უკრაინელმა მეომრება გადასცეს. 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 300 დღეზე მეტია უკრაინელი სამხედროები იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსეთთან ბრძოლაში, მაგრამ “მათ მეტი იარაღი სჭირდებათ ბრძოლის ველზე გასამარჯვებლად”. ამერიკელმა კონგრესმენებმა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვა აპლოდისმენტებით 10-ჯერ გააწყვეტინეს.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს. მისი თქმით, მსოფლიო იმდენად ურთიერთდაკავშირებულია, რომ ვერავინ შეძლო უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის იგნორირება.

ზელენსკიმ კონგრესისთვის მიმართვისას, თქვა, რომ მათ მიერ გაწეული ფინანსური დახმარება, არ არის ქველმოქმედება, არამედ ინვესტირებაა დემოკრატიაში. მან მოუწოდა კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ. მან თქვა, რომ უკრაინელები შობას წელს აღნიშნავენ, მიუხედავად ომის სისასტიკისა და კონგრესს უთხრა: “ელექტროენერგია რომც არ იყოს, ჩვენი რწმენის შუქი არ ჩაქრება.” უკრაინის პრეზიდენტმა, თავისი გამოსვლა დაასრულა იმით, რომ უკრაინა მიაღწევს “აბსოლუტურ გამარჯვებას” და კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი მკვეთრი მესიჯი –  “უკრაინა ცოცხალია”.

ომის დაწყების დღიდან დღემდე, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ზელენსკიმ ქვეყანა დატოვა. ზელენსკის ვაშინგტონში მოულოდნელი ვიზიტის შესახებ იმ დროს გახდა ცნობილი, როცა ის უკვე გზაში იყო. უკრაინის პრეზიდენტი შეერთებული შტატების დედაქალაში პოლონეთის გავლით, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა. ჩასვლისთანავე ის თეთ სახლში გაემგზავრა, სადაც ჯო ბაიდენი ელოდა. შეხვედრისას ზელენსკიმ ბაიდენს ზელენსკიმ ბაიდენს ჯილდო და წერილი გადასცა ბახმუტის მცველებისგან , რომლებსაც ვაშინგტონში ვიზიტის წინა დღეს შეხვდა.

ორსაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ და ბაიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინისთვის 1.8 მილიარდიანი დახმარება, რომელიც Patriot-ის სისტემასაც მოიცავს.გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ USAID უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 364 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს.ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა უკრაინას მხარს დაუჭერს, მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.