მიხეილ სააკაშვილის საკითზე საერთაშორისო გამოხმაურებები გრძელდება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში კვლავ განაცხადეს, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიმართ სამართლიან და ღირსეულ მოპყრობაზე საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი. სტრატეგიული პარტნიორების მორიგი გზავნილი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლმა გაახმოვანა. ნედ პრაისი ამბობს, რომ სააკაშვილს ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება უნდა გაეწიოს, სახალხო დამცველის დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად.
“რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, როგორც ადრე თქვით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით, როგორც ამას დამოუკიდებელი სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტები გვირჩევენ. რა თქმა უნდა, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მისი უფლებები დაცული იყოს და მიიღოს ყოველგვარი ზრუნვა რაც სჭირდება,” – განაცხადა ნედ პრაისმა.