ომის დაწყების შემდეგ ვოოდიმერ ზელენსკიმ უკრაინა პირველად დატოვა და აშშ-ში გამეგზავრა | 21.12.2022

ომის დაწყების შემდეგ პირველად, უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინა დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჯო ბაიდენს შეხვდება, ასევე,  სიტყვით მიმართავს შეერთებული შტატების კონგრესს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში დაემთხვევა თეთრი სახლის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას, რომელიც Patriot-ის სარაკეტო სისტემებს მოიცავს. უკრაინის პრეზიდენტმა ვიზიტის შესახებ  დღეს სოციალურ ქსელში დაწერა.

„მივემგზავრები აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის მედეგობა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, ჯო ბაიდენი და მე განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ის შორის თანამშრომლობას. ასევე სიტყვით გამოვალ კონგრესის სხდომაზე და არაერთ ორმხრივ შეხვედრას გავმართავ”, – წერს ზელენსკი twitter-ზე.