შიმშილობის მეექვსე დღე პარლამენტში – ნაცმოძრაობის წევრების მოთხოვნა | 20.12.2022

შიმშილობის მეექვსე დღე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, თემურ ჯანაშია,  დავით კირკიტაძე და ანა წითლიძე პარლამენტში, შიმშილობენ. “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, ამბობენ, რომ მანამდე არ შეწყვეტენ პროსეტსტის უკიდურეს ფორმას, სანამ, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და მიხეილ სააკაშვილს, საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანენ.  დეპუტატეებმა, დავით კირკიტაძემ და ანა  წითლიძემ შიმშილობა, 14 დეკემბერს დაიწყეს, თემურ  ჯანაშია მათ 15 დეკემბერს შეუერთდა.  კიდევ ერთმა, დეპუტატმა, აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა. თანაპარტიელების ინფორმაციით, დღეს, ანა წითლიძე, შეუძლოდ გახდა, რის გამოც,  სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.