მიშა პირველი იყო, ვინც ეჭვი მიიტანა მოწამვლაზე- გიული ალასანაია | 19.12.2022

სააკაშვილი პირველი იყო, ვინც ეჭვი მიიტანა მოწამვლაზე – ამის შესახებ  მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. ალასანია ამბობს, რომ მოწამვლის შესახებ ეჭვი თავად მიხეილ სააკაშვილს თვეების წინ გაუჩნდა და ინფორმაცია მის ერთ-ერთ მნახველს გაანდო. მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს იმასაც, რომ კვლავ პრობლემად რჩება სააკაშვილის კვების საკითხი. რაც შეეხება, სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების საკითხს, გიული ალასანია ამბობს, რომ “მოაზროვნე ადამიანები აზრს იცვლიან”. მისი თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშივლი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულია და გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. ოჯახი ახლა 22 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს ელოდება.