“ზიანი უნდა აუნაზღაურდეთ 2008 წლის ომის დროს დევნილებსა და ომში დაღუპულების ოჯახებს ” | 19.12.2022

“დროა”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “გირჩი – მეტი თავისუფლება” ეხმაურებიან ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ახლა საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ფუნდამენტურად შეიცვალა. ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიიჩნევენ, რომ ახლა საჭიროა კონკრეტული აქტივობა და დევნილებისთვის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა. პარტიები იურიდიულ ორგანიზაციებს ძალისხმევის გაერთიანებისა და დასკვნის საფუძველზე სამართლებრივი საფუძვლების მომზადებისკენ მოუწოდებენ, რათა ზიანი აუნაზღაურდეთ 2008 წლის ომის დროს დევნილებსა და ომში დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 16 დეკემბერს განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დასრულდა. თუმცა, კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად.