პარლამენტში მოშიმშილეებს “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი დეპუტატი შეუერთდა | 16.12.2022

პარლამენტში მოშიმშილეებს “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი დეპუტატი, თემურ ჯანაშია შეუერთდა. ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის  სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.  ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვამ პარლამენტში, შიმშილობა გუშინ დაიწყეს.

მოშიმშილე დეპუტატები, დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ მოინახულა  და  შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შიმშილობა ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, რომ უფრო მეტად არ ითანამშრომლოს ექიმებთან.