ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კირკიტაძემ, წითლიძემ და ისმაილოვმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს | 15.12.2022

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს. ამის შესახებ, მათ, პარლამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ.