რას ითხოვს კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი | 13.12.2022

კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი კლინიკის უფროსი მედდის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. განცხადება გენერალურ პროკურატურასთან გარდაცვილილის ოჯახმა გააკეთა.  მათი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტს  “მორფინის” იმაზე მეტი დოზა გაუკეთეს, ვიდრე საჭირო იყო,  კლინიკის უფროსმა მედდამ კი ავადმყოფის ისტორიას სხვა მედდების ნაცვლად ხელი თავად მოაწერა, რითაც დოკუმენტი გაყალბდა.