ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მოვლენებს “ქართული ოცნება” ძალაუფლებისთვის ბრძოლას უწოდებს | 12.12.2022

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის ამ ეტაპზე სამი კანდიდატი იბრძვის. რეგისტრაცია ორ დღეში დასრულდება.  “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ნიკა მელიამ გამოწვევებს ვერ უპასუხა.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოქჩეინ სისტემით გაიმართება. გადაწყვეტილება პოლიტიკურმა საბჭომ გუშინ მიიღო.  პარტიის თავმჯდომარეობისთვის  ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.