ხუთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ენერგოეფექტური ღუმლები იაპონიის ელჩმა  საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში გადასცეს | 09.12.2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის ხუთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ენერგოეფექტური ღუმლები იაპონიის ელჩმა  საქართველოში, იმამურა აკირამ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა გადასცეს.   ენერგოეფექტური ღუმლები მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ 60 ოჯახს უკვე გადაეცა.  ღონისძიებას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭაჭიაშვილი  და მცხეთის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.