რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვისას ატირდა. იტალიაში, ღვთისმშობლის ქანდაკებასთან ტრადიციული საშობაო ლოცვის დროს, უკრაინაზე საუბრისას, პაპს ხმა აუკანკალდა და რამდენიმე წამით ლოცვა შეწყვიტა.
“უმანკოო ქალწულო, მინდა, გთხოვოთ მშვიდობა უკრაინელი ხალხისთვის,” – აღნიშნა პაპმა, რომელმაც ამ სიტყვების შემდეგ, დაახლოებით 30 წამის განმავლობაში, საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო. შეკრებილი ადამიანები, მათ შორის რომის მერი, რობერტო გუალტიერი პაპის რეაქციას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.