კრიტიკის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, უკრაინაში გენერატორები გაგზავნოს | 09.12.2022

კრიტიკის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაგზავნოს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  საკითხის უმოკლეს ვადებში შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს.