რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად იყენებს. პუტინის მტკიცებით, შეერთებულმა შტატებმა ნატო-ს აგრესიულ გაფართოებაზე ფსონი დადო, და ფაქტობრივად, გაანადგურა ათწლეულების მანძილზე შექმნილი სტრატეგიული სტაბილურობის არქიტექტურა. მისი თქმით, ამგვარი ქმედებების შედეგია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება.
“დასავლეთი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი დომინირება, უკრაინელი ხალხი კი გახდა ამ მისწრაფებების მსხვერპლი. რამდენიმე წლის განმავლობაში დასავლეთი ურცხვად ეუფლებოდა და ექსპლუატაციას უწევდა მის რესურსებს, ხელს უწყობდა გენოციდს და ტერორს დონბასში, ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, კოლონიად აქცია და ახლა ცინიკურად იყენებს უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად, ტარანად, აგრძელებს რა უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას, დაქირავებულების გაგზავნას, დასავლეთი მას თვითმკვლელობის გზაზე უბიძგებს. დასავლეთი აწესებს უკანონო სანქციებს, იყენებს „ფერადი რევოლუციების“ ტექნოლოგიებს და აჩაღებს სამხედრო კონფლიქტებს,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.