ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი, ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა – გიული ალასანიას მიმართვა | 08.12.2022

“ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი” – ამ სიტყვებით მსჯავრდებული პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია  ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს. გიული ალასანიას  განცხადება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.  გვერდში დგომა და მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადაჩენა ითხოვა მიხეილ სააკაშვილის მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმაც.