პრემიერი ამბობს, რომ ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე ვერ იქნება პასუხისმგებელი, რადგან თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე ღმერთს აბარია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული. ღარიბაშვილის შეფასებით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გარემოცვის მიზანია სააკაშვილის გათავისუფლება.