საგანგებო შეკრება და თათბირი “ნაციონალურ მოძრაობაში” | 07.12.2022

“ნაციონალურ მოძრაობაში”, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის  მდგომარეობის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე და სამოქმედო გეგმაზე  პარტიის სამდივნომ და საპარლამენტო ფრაქციამ იმსჯელა.  გაფართოებული შეხვედრა, “ნაციონალური მოძრაობის”  ოფისში, დახურულ კარს მიღმა, სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრაზე იმსჯელეს, რა უნდა გაკეთდეს,  მესამე პრეზიდენტის   გადასარჩენად.  მათი თმქით, თუ მძიმე დმგომაროებაში მყოფ ექსპრეზიდენტს, სასამართლო პატიმრობაში დატოვებს, “ნაციონალური მოძრაობა”, უწყვეტ საპროტესტო აქციებს დაიწყებს.  პარტიის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი  პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.

ნიკა მელიას მიერ საგანგებოდ ჩანიშნულ შეხვედრას, ლევან ხაბეიშვილი არ დასწრებია, თუმცა, მან, ვიდეომიმართა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ  ის,  სამდივნოს ხელმძაღვანელთან, პეტრე ცისკარიშვილთან ერთად, რეგიონში, სწორედ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხების მოსაგავრებლად   იმყოფება.

გაფართოებულ შეხვედრას ესწრებოდა “ნაციონალური მოძრაობის”  თავმჯდომარეობის  ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლძე. ის  თვლის,  რომ აუცილებელია უწყვეტი საპროტეტო აქციები დაიწყოს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ მთავრი გადაწყევტილება მოსამართლემ  უნდა მიიღოს, თუმცა,მათი თქმით, ყველა პასუხისთვის მზად არიან, რადგან სასამართლოს  იმედი არ აქვთ.  მთავარ ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად, ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, 9 დეკემებრს, პირველ საათზე, საქალაქო სასამართლოში,  მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობის პროცესის პარალელურად,  მხარდამჭერი აქცია გაიმართება.  შუამდგომლობას, მოსამართლე, გიორგი არევაძე განიხილავს. დიდი ალბათობით, მესამე პრეზიდენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საკუთარ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.